ნარჩენების გადამუშავება

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა კლუბ ,,ეკო-Vision"-მა აღნიშნული სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს გააცნეს დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური თემა სახელწოდებით ,,ნარჩენების გადამუშავება". პრეზენტატორი ,,ეკო-Vision"--ის წევრი ლუბა სამარჯიშვილი გახლდათ, რომელმაც დაწვირილებით ისაუბრა თუ როგორ შეიძლება ნარჩენებისგან ,,ახალი სიცოცხლის'' შექმნა, როგორ ხდება ეს პროცესი და როგორ აისახება ეს ყველაფერი გარემოზე. შეხვედრა მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, მოსწავლეებმა  მოიყვანეს მაგალითები თუ რას ამზადებენ დღევანდელობაში გადამუშავებული ნარჩენებისგან და როგორ იყენებენ მათ ყოველდღიურობაში.
   

Комментариев нет:

Отправить комментарий