ტყის როლი

ტყის როლი ჩვენს სამყაროში
     როგორც ცნობილია  ადამიანი უხსოვარი დროიდან ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ბუნების სიდიდრე, ამისთვის კი იგი ანადგურებდა და აშენებდა, ჩეხავდა ტყეებს, ადგილს უცვლიდა მდინარეების მიმართულებებს. თუმცა ეს მას არც ისე კარგად გამოსდიოდა. პირიქით, ის ანადგურებდა ყველაფერს რაც ბუნებამ უანგაროდ გვიბოძა. როგორც მოგეხსენებათ ტყეებს პლანეტის ფილტვებს უწოდებენ. ტყე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ზრუნავს ჩვენთვის სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში, რაც ჩვენი ჯანმრთელობისათვის უპირველესია. ბოლო ათეულობით წლებია რაც მსოფლიო ეკოლოგიური კრიზისის ზღვარზეა. კერძოდ ტყეების უმოწყალო ჩეხვამ გამოიწვია სტიქიური მოვლენები, როგორიცაა: სასმელი წყლის მარაგის კლება, წყალმოვარდნები, ზვავები, ჰაერის დაბინძურება და მოსახლეობაში დაავადებების მატება. აგრეთვე ტყეებისთვის დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრები. მაგალითად,  ამაზონის ტყეს თავდაპირველად დედამიწის ტერიტორიის 16% ეკავა, დღეს კი - მისი 10% მასშტაბურმა ხანძარმა გაანადგურა. გარდა ამისა ხანძარს შეეწირა ძალიან დიდი რაოდენობით ცხოველი, ფრინველი თუ მწერი.                                                                   
        ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტყეს მისი ბინადარი ცხოველებისთვის, ის წარმოადგენს თავშესაფარს და მათთვის საკვების მოპოვების ერთადერთ წყაროს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი წლის დღეებში ხშირია ნაძვების მოჭრა. ყველას აქვს სურვილი, რომ ახალ წელს ოჯახში ჰქონდეს ცოცხალი ნაძვის ხე, ამით ხალხი ბავშვებს გულს უხარებს. თუმცა ავიწყდებათ ის, რომ ასეთი ქმედებით ზიანს აყენებენ ბუნებას და გარემოს. არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა დიდი დანიშნულება აქვთ მათი შვილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
 უნდა ავღნიშნოთ, რომ სწორედ ადამიანის დაუდევარმა ქმედებამ მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ დღესდღეისობით ტყის ფართობი დედამიწაზე საგრძნობლად შემცირდა. აქედან გამომდინარე ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი კეთილდღეობისთვის დიდ ზიანს ვაყენებთ ჩვენს გარშემო არსებულ ბუნებას. ვჭრით ხეებს, ვყრით ნაგავს, ვზრდით გამონაბოლქვის რაოდენობას, ვხოცავთ ცხოველებს და ა.შ.  ჩამონათვალი გრძელია.
    მაშინ  როგორ დავეხმაროთ ბუნებას? მიმაჩნია, რომ ეს ყველა ჩვენთაგანის ვალდებულებაა, განსაკუთრებით კი ჩვენი. ჩვენ ახალგაზრდა თაობამ უნდა ვეცადოთ გავასუფთაოთ ტყეები დაზიანებული და დაავადებული ხეებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვა ჯანსაღ მცენარეებს. სამაგიეროდ ისინი უნდა ჩავანაცვლოთ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ხეებით. თითოეულმა ჩვენგანმა, თუნდაც რამოდენიმე ხე რომ დავრგოთ. ამით ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ტყის განაშენიანებაში, რაც მომავალი თაობისთვის  სასარგებლო და მისაბაძი მაგალითი იქნება. ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ:
გაუფრთხილდი   ბუნებას, მისი სიცოცხლე შენს ხელშია!
  

Комментариев нет:

Отправить комментарий