ჰერბარიუმი

რა არის ჰერბარიუმი და როგორ უნდა დავამზადოთ ის?
     ჩვენს გარშემო უამრავი ლამაზი და ზოგჯერ საჭირო მცენარეა, რომელიც დროთა განმავლობაში ჭკნება და იკარგება, და ვაღიაროთ, რომ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩვენს თვალს ეს მცენარეები აკლდება.
და  როგორ შევინახოთ ეს მცენარეები?
მცენარეების შენახვის ძალიან კარგი საშუალებაა ჰერბარიუმის შექმნა.
რა არის ჰერბარიუმი და როგორ შეიძლება მისი შექმნა?
   ჰერბარიუმი არის ერთგვარი მცენარეების კოლექცია, რომელშიც შედის ყვავილები და მცენარეების ფოთლები. ჰერბარიუმი საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ის შეიძლება გახდეს ინფორმაციის წყარო მცენარეების შესახებ. მომავალში კი სწორედ ისინი შეაგროვებენ და დაამშვენებენ ჰერბარიუმებს ახალი მცენარეებით.
 საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ,,კოლექციაა,, ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალფეროვანი ბოტანიკური დოკუმენტი. აქ წარმოდგენილია კავკასიის და მისი მეზობელი რეგიონების მცენარეების მილიონამდე ნიმუში. ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმი არის საერთაშორისო საჰერბარიუმო სისტემის ნაწილი და მას მინიჭებული აქვს კოდი TBI.
საინტერესოა  როგორ შევქმნათ ჰერბარიუმი?
   იმისათვის, რომ შევქმნათ გამხმარი მცენარეების კოლექცია, საჭიროა ყვავილები და მცენარეთა ფოთლები შეგროვდეს უქარო, მზიან ამინდში.
  ჰერგარიუმისათვის არსებობს სპეციალური ალბომი, რომლის ყოველ სქელ ფურცელს, ასევე თან ახლავს თხელი ქაღალდის ფენა, რომელთა შორის უნდა მოთავსდეს მცენარის ჩვენთვის სასურველი ნაწილი, თუმცა ესთეტიკისთვის სასურველია იყოს ყვავილი.
    იმ შემთხვევაში კი თუ ესეთი ალბომი არ გაქვთ, უფრო მარტივი გზითაც შეიძლება ჰერბარიუმის დამზადება. ყვავილი ან მცენარეების ფოთლები ჩადეთ ძველ რვეულში ან წიგნში და დახურეთ მჭიდროდ. წიგნი კი შეინახეთ ისეთ ადგილზე, სადაც არ არის ტენი და ნესტი და არის მზე და სითბო. დავაცადოთ ერთი თვე და ზუსტად ერთი თვის შემდეგ მიიღებთ სასურველი ფორმის მქონე გამხმარ ყვავილს, რომელიც შეიძლება შემდეგ აღმოჩნდეს თქვენი ოთახის ერთ-ერთი დეკორაცია, ნივთი, რომელიც თუნდაც ზამთრის ცივ დღეებში გაგახსენებთ გაზაფხულის სილამაზეს ან უბრალოდ გახდება ორიგინალური საჩუქარი თქვენი მეგობრის გასახარებლად. მე პირადად მაქვს გაკეთებული ჰერბარიუმი, რომელსაც  ძალიან ვუფრთხილდები. მიყვარს მისი დათვალიერება, რომელიც გარდა იმისა რომ ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს, სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებს ჩემში. 
     იცოდეთ, რომ ფანტაზია ამოუწურავია, ასე რომ შექმენით ჰერბარიუმი, პატარა, მცენარეების საუნჯე, კოლექცია, რომელიც იქნება ორიგინალური და ძალიან ლამაზი ნაშრომი ან იქნებ თავად გახდეს სხვა ორიგინალური კომპოზიციების შექმნის მიზეზი ან ინსპირაცია.
 მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
                                           

Комментариев нет:

Отправить комментарий