მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიმდინარე წლის 24 თებერვალს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-vision"-ის წევრმა, ლუბა სამარჯიშვილმა, ამავე სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ანტიბიოტიკებზე. აღნიშნული შეხვედრა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან პრეზენტაცია ძირითადად კითხვა - პასუხისა რეჟიმში წარიმართა.მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ დისკუსიაში ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ , როდესაც ,,ეკო-vision"-ის წევრმა აუდიტორიასთან დასვა კითხვა : გამოუყენებიათ თუ არა მათ ანტიბიოტიკები ექიმის გარეშე? და რამდენად მიზანშეწონილია ანტიბიოტიკების ექიმის გარეშე მიღება, მსმენელები აღნიშნულმა კითხვამ ორად გაყო, ზოგიერთი მათგანი ფიქრობდა, რომ ეს შესაძლებელია, ზოგი -კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. ლუბას დეტალური პრეზენტაციის შემდეგ კი შეხვედრის ყველა მონაწილეს ამომწურავი პასუხი და დეტალური ინსტრუქცია ჰქონდა ანტიბიოტიკების მართებულად გამოყენების შესახებ და იმაზეც თუ რას წარმოადგენენ ანტიბიტიკები და რა შემთხვევაში და რა რაოდენობით უნდა მიიღოს ისინი ადამიანმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий