ბოტულიზმი

 რა არის ბოტულიზმი და როგორ უნდა      
ვუმკურნალოთ მას?
       ალბათ ყველას ძალიან უყვარს  ზამთრის ცივ დღეებში გემრიელი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, თუ რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას დაკონსერვებულმა ხილმა და ბოსტნეულმა.
შესაძლოა დაკონსერვებული პროდუქტი არ იყოს იმდენად კარგად გასუფთავებული, როგორც არის საჭირო, ან შეიძლება პროდუქტები არ იყოს საჭირო ტემპერატურაზე მომზადებული. ეს კი საკმაოდ საშიში დაავადების წინაშე გვაყენებს, ეს დაავადება არის ბოტულიზმი.
ბოტულიზმი გახლავთ მწვავე ნეიროპარალიზური დაავადება, რომლის გამომწვევია ბაქტერია კლოსტრადიუმ ბოტულიუმის მიერ გამომუშავებული ნეიროტოქსინი. ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერია გამოიმუშავებს ტოქსინს, შხამს, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს ზემოქმედებას და იწვევს სახვადასხვა ორგანოების დამბლას.
ბოტულოტოქსინი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამი, ის ოთხიათასჯერ უფრო ძლიერი და მავნეა ვიდრე გველის შხამი, თუმცა მისი განადგურება შესაძლებელია 50-60 გრადუს ტემპერატურაზე, ამიტომ თუ საკვებს ცეცხლზე ვამზადებთ უმჯობესია სწორედ ამ ტემპერატურაზე მოამზადოთ, თუ ტემპერატურა სასურველ გემოვნურ თვიდებებს არ დაუკარგავს.
ბოტულოტოქსინი არ ახდენს გავლენას პროდუქტის სუნზე, ფერზე, შესახედაობაზე, ასევე უცვლელი რჩება პროდუქტის გემოც, სწორედ ამიტომ არის ბოტულიზმი ასეთი საშიში დაავადება.
ბოტულიზმის გაჩენის მიზეზად და წყაროდ შეიძლება ნებისმიერი რამ იქცეს, რაც კი დედამიწასთან არის კავშირში, ეს შეიძლება იყოს ხილი, ბოსტნეული, თევზეული დასხვა.

დაავადებას  განსავითარებლად ჭირდება, რომ პროდუქტებზე ნიადაგთად ერთად მოხვედრილი სპორები გადაიქცეს ცხოველმყოფელ ფორმად და პროდუქტზე რაც შეიძლება მეტად გამრავლდეს. ამისათვის მას ჭირდება სათანადო პირობები: შესაბამისი ტემპერატურა, სიმჟავის გარკვეული დონე და რაც ყველაზე მთავარია უჟანგბადო პირობები და უჰაერობა. ასეთი პირობები შეიძლება იყოს ჰერმენტულად დახურულ კონსერვში, კომპოტში, ძეხვში, ლორში და შებოლილ თევზში და რადგან ტოქსინის დაგროვებისთვის გარკვეული დრო არის საჭირო, ამიტომ ახალ პროდუქტში ბოტულიზმის საშიშროება არ არსებობს.
ბოტულიზმი გახლავთ ძალიან მძიმე დაავადება, რომლის გამოვლინების სახეა ინტოქსიკაცია ანუ მოწამვლა. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს ტოქსინიანი პროდუქტის მოხმარებიდან 18-36 საათის შემდეგ.
                  რა სიმპტომები აქვს ბოტულიზმს?
მოზრდილ ადამიანებში ბოტულინის ტოქსინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ; გაორება ან ბუნდოვანი ხედვა, კუნთების სისუსტე, პირის სიმშრალე, დამბლა და ასე შემდეგ, თუმცა აღსანიშნავია რომ ბოტულიზმის სიმპტომების სიაში არ გვხვდება დიარეა და პირღებინება.
            როგორ უნდა ვუმკურნალოთ ბოტულიზმს?
ბოტულიზმის მკურნალობა მოითხოვს კვირის მანძილზე ჰოსპიტალიზაციას, მანამ სანამ ტოქსინი ბოლომდე არ გამოიდევნება ორგანიზმიდან, თუ დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დადგინდა, მაშინ ტოქსინის გამოდევნა შესაძლებელია ანტიპოტულინის შრატითაც.
გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას, მიირთვით სუფთა და ახალი პროდუქტი.
 მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий