მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
ლუბა სამარჯიშვილი
ნარჩენების კონტროლი
დროთა განმავლობაში ადამინის საქმიანობის შედეგად დედამიწაზე უამრავი ნარჩენი გროვდება, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობას. ჩვენ ყველას ნარჩენის ურნაში გადასაგდებად სულ რაღაც 4 წამი გვჭირდება, მათ დაშლას კი მრავალი თვე და წელიც კი.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნარჩენებთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულეები, საჭიროა ვიზრუნოთ ნარჩენების რაოდენობის შემცირებისათვის. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ხუთი ძირითადი კომპონენტი, ესენია: ნარჩენების შემცირება, მათი ხელახალი გამოყენება, ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად, გადამუშავება და ნარჩენების განთავსება. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
შემცირება გულისხმობს ნაკლების ყიდვას და ამასთანავე ნაკლების მოხმარებას. ნარჩენების შემცირება არის პროცესი, როდესაც ხდება ცალკეულ ადამიანთა და საზოგადოების მიერ ნარჩენების შემცირება. ამ პროცესში ამასთანავე იგულისხმება ენერგიისა და რესურსების შემცირება.
ნარჩენების განთავსებაში იგულისხმება მათი კანონიერ და კონტროლირებად ნაგავსაყრელზე განთავსებას. ზოგადად კი მიიჩნევენ, რომ ნაგავსაყრელზე მხოლოდ ის ნარჩენები უნდა განთავსდეს, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელი აღარ არის.
გადამუშავება გულისხმობს ჩვენს მიერ გამოყენებული ნივთების და ნარჩენის გადამუშავებას განსხვავებულ პროდუქტად.
ნივთების ხელახალი გამოყენება არის უკვე გამოყენებული ნივთების სხვა ან ისევ იგივე დანიშნულებით ხელმეორედ გამოყენება. საჭირო ან კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთების გაცვლა ან ხელმეორედ მოხმარება, ეს კი ზოგავს ფულს, დროს, ენერგიასა და რესურსებს.
ნარჩენების ენერგიად გარდაქმნაში იგულისხმება სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით თერმული დამუშავება და დაწვა, რომლის დროსაც ენერგია გამოიყოფა.
ჩვენს დროში ხშირად ხდება პოლიეთილენის გამოყენება. პოლიეთილენი მხოლოდ რამოდენიმე წუთის მოხმარებისთვისაა გათვლილი, მის გახრწნას კი ასეულობით წლები სჭირდება. ყოველ წუთში კი საშუალოდ 1000000 პოლიეთილენის პარკი გამოიყენება, როლის შექმნისათვის საჭიროა 4300 გალონი ნავთობი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პოლიეთილენის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 1000000 ცხოველი და ფრინველი იღუპება.
2005 წლის მონაცემებით, საფრანგეთში წელიწადში 80000 ტონა პოლიეთილენის პარკი გამოიყენებოდა. შემდეგ საფრანგეთში დაიწყო ბრძოლა პოლიეთილენის წინააღმდეგ, რის შედეგადაც იტალიაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება 2011 წლიდან აიკრძალა. 2003 წლიდან კი - სინგაპურში აკრძალულია პოლიეთილენის გამოყენება.
არა მხოლოდ პოლიეთილენი, ასევე სხვა უამრავი ნივთიერება აზიანებს ბუნებას, ამიტომ ნუ იყიდით იმაზე მეტ პროდუქტს ვიდრე გჭირდებათ. თუ მაინც გაქვთ ნივთები, რომელიც თქვენ აღარ გჭირდებათ, მაშინ მოუძებნეთ მათ გამოყენების სხვა გზები. თუკი მას ვერ მოუძებნეთ მეორადი გამოყენება, ეცადეთ მოძებნოთ მისი გადამუშავების გზა, ხოლო თუ მისი გადამუშავება ვერ შეძელით, ეცადეთ მისგან მიიღოთ ენერგია და ნუ განათავსებთ ნივთებს ნაგავსაყრელზე ან ურნაში თუ იგი ისევ სარგებელს მოგიტანთ.
გაუკეთე სიკეთე გარემოს, სადაც თავად ცხოვრობ შეამცირე ნარჩენები.
Комментариев нет:
Отправить комментарий