ნარჩენები და მათი გადამუშავება

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
ნარჩენები და მათი გადამუშავება
     დღეს XXI საუკუნეში მთელი მსოფლიოს მოსახლეობა კიდევ ერთი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ეს არის ჩვენს გარშემო არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომელიც  უდიდეს ზიანს აყენებს ნებისმიერი ცოცხალი არსების ჯანმრთელობას. ნებისმიერი ნარჩენი, რომელსაც ვიშორებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ზედმეტად გვეჩვენება საზიანოა თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობისათვის. ყველა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ ნარჩენების უადგილო ადგილზე დაყრა და მიმობნევა არის სახიფათო. დაბინძურებული გარემო ხდება გარანტი დაავადებების გავრცელებისა. ნარჩენების უმისამართოდ დაყრა აბინძურებს გარემოს, წყალს, ჰაერს, ეკოსისტემას, რომელსაც ადამიანის და არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ნარჩენები რომლებიც გარემოშია, სხვადასხვა დრო სჭირდება დასაშლელად, არადა ნაგვის ურნაში ჩაგდებას სულ რაღაც 4 წამი სჭირდება. მაგ: ქარალდის ხელსახოცს სჭირდება 2-3 კვირა, ბანანის ქერქს 3-4 კვირა, ქაღალდის პარკს 1 თვე, ვაშლის ნარჩენს 2 თვე, ფორთოხლის ქერქს 6 თვე, შალის წინდას 2-5 წელი, სიგარეტის ნამწვს 5-10 წელი, ტყავის ფეხსაცმელა 25-40 წელი, პენოპლასტის ჭიქას 50 წელი, რეზინის საბურავს 50-80 წელი, ალუმინის ქილას 200-500 წელი, პოლიეთილენის პარკს 200-1000 წელი. ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი, ვინაიდან გარემოში სხვადასხვა შემადგენლობის ნარჩენები გროვდება.
      გარდა ამისა, ბუნებისთვის დიდი ზიანის მომტანია მდინარეები, რომელთაც ნებით თუ უნებლიედ ჩვენ ადამიანები თავად ვაბინძურებთ. ამით დიდ ზიანს ვაყენებთ წყლის ბინადრებს, რომლებიც ადამიანის კვების რაციორის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და რომელიც შემდეგში  თავად ხდება ნარჩენი.
  დღეს, თითქმის ყველა საუბრობს ნარჩენების მავნებლობაზე, თუმცა ისმის კითხვა: როგორ შეიძლება მათ მიერ მოყენებული ზიანისგან თავის დაცვა?
    ნარჩენები საზიანოა მაშინ, როცა ისინი უმისამართოდაა მიმოფანტლი და მას არავინ არ აქცევს ყურადღებას. მათი მავნებლობის შემცირება მათგან სიკეთის პოვნის გზით არის შესაძლებელი. ნარჩენების გადამუშავება, ეს არის გამოსავალი. ძველიდან ახლის, მავნებლიდან კი სასარგებლოს და გამოსადეგის მიღება. 2007 წლის მონაცემებით საქართველოში, წლიურად დაახლოებით 3,5 მილიონი ნარჩენი წარმოიქმნებოდა, რომელიც საჭიროებდა გადამუშავებას. დღეს საქართველოში სულ რაღაც  ორი სანიტარული ნაგავსაყრელი არსებობს,  ესენია: თბილისის და რუსთავის სანიტარული ნაგავსაყრელები. დღევანდელ განვითარებულ ქვეყნებში გარემოს სისუფთავის შენარჩუნების და ეკოლოგიური კატასტროფებისგან თავიდან აცილების მიზნით,  ამასთანავე შექმნეს მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნები. ასეთი ქარხანა არსებობს   საქართველოშიც, სადაც   ხდება   პლასტმასის გადამუშავება. 
       გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემო არსებულ ბუნებასა და  გარემოს, რომელიც ჩვენი მომავლისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ბუნება ყველაფრის საწყისია, გავუფრთხილდეთ მას, ნუ მივაყენებთ ზიანს.

Комментариев нет:

Отправить комментарий