ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროფესიაა მეტყევეობა სწორედ ამიტომ ,,ეკო- vision" -ის წევრებმა გადავწყვიტეთ მივსულიყავდით ჩვენს თემში მცხოვრებ მეტყევესთან და გავსაუბრებოდით მას.
ჩვენი ვეწვიეთ სტეფანე თელიაშვილს რომელიც 88 წლის არის და იგი თვის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გამოიყურება ალბათ სწორედ ეს ტყის დამსახურებაა რადგან იგი 36 წლის განმავლობაში სუნთქავდა სუფთა ჰაერს. მან სიამოვნებით მიგვიღო და არ დაიზარა ჩვენთვის მოეხრო თავის შესახებ:
-რომელ წელს დაიწყეთ მეტყევედ მუშაობა??
-1962 წლიდან 1993 წლამდე
-რომელი ტყე გებარათ?
-ინჯგოლის ტყე
-რამდენი წელი იმუშავეთ მეტყევეთ?
-მე ვიმუშავე 35 წელი და შემდეგ როდესაც წამოვედი უკვე ჩემმა შვილმა გააგრძელა მუშაობა მეტყვედ რონელმაც 15 წელი იმუშავა.
-საინტერესო იყო თუ არა მეტყევედ მუშაობა?
- კი ძალიან საინტერესო იყო მეტყვევედ მუშაობა და ამასთანავე ძალიან რთულიც რადგან ყოველთვის ცხენით მიწევდა გადაადგილება დიდ მანძილზე, თუმცა შმდგომში სამსახურმა მაჩუქა მოტოციკლეტი რათ უფრო ადვილი გამხდარიყო ჩემთვის მუშაობა.
-რაიმე საინტერესო ამბავი თუ გადაგხდენიათ?
- კი რათქმაუნდა ბევრი ამბავი გადამხდენია თვს მაგალითად ერთხელ როდესაც მივდიოდი მოტოციკლეტით ჩემ მეგობართან ერთად თურქებმა სროლა აგვიტეხეს , ორმა ტვიამ ჩაგვიქროლა და ძლივს გადავრჩით ცოცხლები.
Комментариев нет:
Отправить комментарий