19 ივნისი, მამის დღე
ყველასათვის ცნობილია, რომ მრავალი დღე ეძღნება და ყველა გამოხატავს თავის წილ სიყვარულსა და პატივისცემას დედების ანდა ზოგადად ქალების მიმართ, მაგრამ თუ დავუკვირდებით ალბათ ყველა ჩვენგანი შეამჩნევს, რომ მამები თითქოს ,,ჩრდილში,, არიან, მეც დიდი ხნის მანძილზე მეგონა, რომ არ ავინ აღნიშნავდა მამის დღე რომ, მამების მიმართ სიყვარულს უფრო ნაკლებად გამოვხატავთ ვიდრე დედების მიმართ, თუმცა ახლა აღმოვაჩინე რომ, 19 ივნისს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობა ზეიმობს მამის დღეს, მრავალი ადამიანი და ამ ადამიანებს შორის არიან ქართველებიც.
მამის დღე - ეს არის საერთაშორისო დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მამებისათვის პატივის მისაგებად. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, კანადაში და დიდ ბრიტანეთში, ასევე კატარში, არგენტინაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, პაკისტანში, ინდოეთში მამებისთვის მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნება ივნისის თვის მესამე კვირას, ზოგიერთ ქვეყანაში ის წმინდა იოსების ხსენების დღეს მიესადაგება, გერმანიაში ეს დღე აღდგომის დღესასწაულიდან 40 დღის შემდეგ აღინიშნება, ხოლო ახალ ზელანდიაში და ავსტრიაში მამის დღეს პირველ სექტემბერს აღნიშნავენ, ტაილანდში მამათა დღეს ხუთ დეკემბერს აღნიშნავენ, ჩინეთში ეს დღესასწაული 8 აგვისტოს აღინიშნება, მერვე თვის მერვე დღეს ზეიმობენ, რუსეთში კი გრძელდება საბჭოთა კავშირის ტრადიცია და მამის, უფრო სწორედ კი მამაკაცების დღე 23 თებერვალს აღინიშნება.
პირველად დღესასწაული აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანში.
1966 წელს ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა, ლინტონ ჯონსონის მიერ. ამ დღეს ტრადიციულად ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს და გამოხატავენ პატივისცემას მამის როგორც მშობლის მიმართ.
საქართველოში კი ეს დღე პირველად 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა. წელს კი საქართველოში უკვე მეოთხედ აღინისნება მამის დღე.
თუმცა სამწუხაროა რომ, ბევრმა არ იცის თუ როდის აღინიშნება მამის დღე. სწორედ ამის გასარკვევად ჰოთსეილმა ჩაატარა კვლევა და როგორც აღმოჩნდა გამოკითხულიდან 99 პროცენტმა იცის, როდის აღინიშნება დედის დღე, თუმცა სრულიად განსხვავებული პასუხები მიიღო კითხვაზე იცოდნენ თუ არა როდის არის მამის დღე. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 78 პროცენტმა არ იცის, თუ როდის არის მამის დღე. სწორედ ამ შედეგების გამო ჰოთსეილმა დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდს მამის დღის პოპულარიზაციას.
ამ დღეს ნუ დატოვებთ უყურადღებოდ თქვენს მამებს,გამოხატეთ მათ მიმართ პატივისცემა და სიყვარული და აჩუქეთ მათ თუნდაც თქვენი წარმატება.
მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება.
Комментариев нет:
Отправить комментарий